+995 32 ‎2 407 222

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტაციის ენობრივი ანალიზი

14 აპრილს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, მასზე განხილულ იქნა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილი დოკუმენტების ანალიზის შედეგები და რეკომენდაციები. ოფიციალური დოკუმენტაციის ენობრივი ანალიზის მიზანი ქართული ენის გამართულად გამოყენების ხელშეწყობაა, რაც 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია. პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ.

 

 

 

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის