+995 32 ‎2 407 222

საჯარო ლექცია „ქართული ენა 1978 წლიდან დღემდე“

 

14 აპრილს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სამსახურის უფროსმა, პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზექართული ენა 1978 წლიდან დღემდე“.

 ლექციაზე განხილულ იქნა ის გზა, რომელიც გაიარა ქართულმა ენამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში; 1978 წლის 14 აპრილის მასობრივი გამოსვლების როლი ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნებასა და მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში მოსალოდნელი ავბედითი ცვლილებების შეჩერებაში.

1989 წლის 9 აპრილამდე ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი, განსაკუთრებით ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელმაც დასახულ მიზანს უსისხლოდ მიაღწია. ლექციაში განხილული იქნება ის საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა საბჭოეთისთვის მოულოდნელ ხალხმრავალ გამოსვლას; ის ქარტეხილები, რომლებიც გამოიარა ქართულმა ენამ და ის რთული კონკურენცია, რომელშიც აღმოჩნდა ქართული პოსტსაბჭოთა პერიოდში.

 

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829303101
02030405060708
09101112131415
16171819202122
23242526272829
30010203040506

ამ დღეს ღონისძიებები არ არის