+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თიბისი ბანკის ახალი პროექტის, „ქართულად“, პრეზენტაციას დაესწრო.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თიბისი ბანკის ახალი პროექტის, „ქართულად“, პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამების ქართულენოვანი ვერსიების შექმნას. პროგრამამ რომ ქართული ენა „ისწავლოს“, პირველ ეტაპზე საჭიროა ასი ათასი ქართული წინადადების ინგლისურად თარგმნა. საქართველოს მოსახლეობის - მოსწავლეების, სტუდენტების, პედაგოგების, მეცნიერების მიერ ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი წინადადებები ჩაიტვირთება Microsoft-ის სპეციალურ პლატფორმაში. პლატფორმა მიღებულ ინფორმაციას გააანალიზებს და ამის შემდეგ პროგრამა თავად შეძლებს ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური თარგმანების გაკეთებას

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293001020304
05060708091011
12131415161718
19202122232425
26272829303101
02030405060708

ამ დღეს ღონისძიებები არ არის