+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული პირველი ბიულეტენის წარდგენა

13 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული პირველი ბიულეტენის წარდგენა, რომელიც ქართულ ენაში გავრცელებული შეცდომების ლექსიკონია. ლექსიკონი გამიზნულია არასპეციალისტებისათვის და ყველა სალექსიკონო ერთეული შერჩეულია გამოყენების შედარებით მაღალი სიხშირის მიხედვით. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები. სალექსიკონო ერთეულების მოზრდილ ნაწილს ქმნიან სხვადასახვა სახის ორთოგრაფიული შეცდომები (ფონეტიკური ცვლილების ან არასწორი ტრანსკრიპციის გამო გაჩენილი მცდარი ფორმები, კომპოზიტები და სხვა), ბარბარიზმები, დიალექტიზმები და კალკები. სიხშირის პრინციპით არის შერჩეული ასევე ტერმინები სხვადასხვა დარგობრივი ლექსიკიდან.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის