+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 მხარეები სასწავლო პრაქტიკისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა დიმიტრი გეგენავამ მოაწერეს ხელი. 
 მემორანდუმის მიზანია ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და შესრულება, კვლევით და სასწავლო პროცესში მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის თემატური კვლევითი და სამეცნიერო რესურსების წვდომის უზრუნველყოფა, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.

აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31010203040506
07080910111213
14151617181920
21222324252627
28293001020304
05060708091011

ამ დღეს ღონისძიებები არ არის